აფხაზეთისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით ა.მილჩენკოს 75 წლისთავთან დაკავშირებით, ტარდება ბლიც ტურნირი მინი ფეხბურთში,რომელშიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ,დასავლეთ,თბილისისა და ვეტერან მსაჯთა გუნდები.
დღეს 17:00 ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ თბილისისა და დასავლეთის მსაჯები.მატჩი თბილისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და დიდი ანგარიშით 6-2 დასრულდა.
დიდ ინტერესს იწვევდა მეორე შეხვედრა აღმოსავლეთსა და ვეტერანებს შორის. მატჩი სანახაობრივად ძალზედ საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმში ახალგაზრდებმა იმარჯვეს 1-0. მეორე ტაიმში ვეტერანებმა შესაშური ენერგია გამოავლინეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს,შემდეგ მატჩის მიწურულს დაწინაურებაც მოახერხეს. ვაბანკზე წასულმა ახალგაზრდებმა ბოლო წუთზე მესამე გოლიც მიიღეს. დრამატულ მატჩში საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა 3-1. აღსანიშნავია ორივე გუნდის მეკარეების: ვეტერანი ალექსანდრე მეშკოვისა და ახალგაზრდა არბიტრის თემურ დადაჰავას შესანიშნავი თამაში.
მატჩი 3 - 4 ადგილებისათვის და ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 მარტს, ანატოლი მილჩენკოს დაბადების დღეს.
26 მარტი,სამშაბათი
მატჩი 3 - 4 ადგილებისათვის
დასავლეთი - აღმოსავლეთი 8 - 2
ფინალი
თბილისი - ვეტერანები 4 - 3
მატჩები გაიმართება იმედის სკოლის სტადიონზე(მუშთაედი).
